„მოსაწყენია, ამას რა აზრი აქვს?“ - ასპინალს ჯონსთან ჩხუბი არ უნდა
ტომ ასპინალს ჯონ ჯონსთან თეთრ სახლში ბრძოლა არ სურს.
როგორც მოგეხსენებათ, როგორც კი ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში UFC-ის ღონისძიებას უმასპინძლებდა, კონორ მაკრეგორმა და ჯონ ჯონსმა დაბრუნების შესახებ განცხადებები გააკეთეს.
ჯონსის სავარაუდო მეტოქედ ტომ ასპინალს ასახელებენ. აქამდე ჯონსი მას უარს თავად ეუბნებოდა და ბრიტანელთან ბრძოლას თავს კარგა ხანს არიდებდა. ამჯერად როგორც ჩანს, როლები გაცვალეს.
„ჯონსს ვეჩხუბო? ეს მოსაწყენია. ერთი წამითაც კი არ მიფიქრია ამაზე. ეს უინტერესოა. მსოფლიოს არ უნდა აინტერესებდეს ჩემი და ჯონსის ბრძოლა. რა აზრი აქვს ამას? ეს ცრუ იმედია“,
- თქვა ასპინალმა The Ariel Helwani Show-ში სტუმრობისას.
ჯონ ჯონსმა კარიერის დასრულების შესახებ ივნისის ბოლოს განაცხადა. ბოლოს მან გასული წლის ნოემბერში იჩხუბა, როდესაც მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით სტიპე მიოჩიჩი დაამარცხა.