გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

კვერნაძის მორიგი წარმატება - გიორგის გოლი თვის საუკეთესოდ დასახელდა

გიორგი კვერნაძის გოლი იანვრის თვის საუკეთესოდ დასახელდა. ინფორმაციას იტალიის სერია ბ-ს ვებგვერდი ავრცელებს.

„წამის მეასედის საკითხი იყო - კარს გახედა, დაარტყა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა“, - ვკითხულობთ აღწერაში.

21-ე ტურში, კვერნაძის „ფროზინონემ“ „რეჯანას“ უმასპინძლა და 1:0 გაიმარჯვა. ერთადერთი გოლი სწორედ ქართველი შემტევის ანგარიშზეა.

შეგახსენებთ, რომ კვერნაძე იტალიური გუნდის ღირსებას 2025 წლის ზაფხულიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან 22 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხინკალი, მესი და ფავორიტები | ბლიც კითხვები გოგლიჩიძესთან
ხინკალი, მესი და ფავორიტები | ბლიც კითხვები გოგლიჩიძესთან