ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ისევ თურქული ვარიანტები | დავითაშვილის ტრანსფერზე აქტიურად იწერება

თურქულ პრესაში ზურიკო დავითაშვილზე აქტიურად იწერება. წარსულში ქართველ ფეხბურთელს „ტრაბზონსპორსა“ და „ბეშიქთაშს“ უკავშირებდნენ და ამ კლუბების ინტერესზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

Fanatik-ის ცნობით, „ბეშიქთაში“ დავითაშვილის კანდიდატურას სერიოზულად განიხილავს და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებს. „შავ-თეთრები“ აანალიზებენ, რომ ზურიკოს სხვა მსურველებიც ჰყავს და გეგმავენ, კონკურენტებს აჯობონ.

„ტრაბზონსპორის“ ინტერესზე Milliyet წერს და აცხადებს, რომ კლუბის მიზანი გარემარბის პოზიციის გაძლიერებაა. თურქული გამოცემის მიხედვით, „ტრაბზონსპორმა“ ტრანსფერისთვის თანხა გაამზადა და თანახმაა, „სენტ-ეტიენს“ 10-15 მილიონი ევრო გადაუხადოს. სავარაუდოდ, „მწვანეები“ წინადადებას ზაფხულში მიიღებენ.

ცნობისთვის, დავითაშვილის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 24 მატჩში 12 გოლი და 4 საგოლე პასია. Transfermarkt-ის შეფასებით, ქართველი გარემარბის საბაზრო ღირებულება 10 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიული შედეგი, 19 ქულა და მატჩის MVP | მამუს +47 გოგას წინააღმდეგ
ისტორიული შედეგი, 19 ქულა და მატჩის MVP | მამუს +47 გოგას წინააღმდეგ