გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

ერთადერთი გოლი და სუპერმატჩი - კვერნაძემ ფროზინონეს მოაგებინა

სერია ბ-ს 21-ე ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ „რეჯანას“ უმასპინძლა და 1:0 გაიმარჯვა. ერთადერთი გოლი სწორედ ქართველი შემტევის ანგარიშზეა.

გიორგის პირველ ტაიმში ორი კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა ერთ შემთხვევაში ბურთი ხარიხას მოხვდა, მეორე შემთხვევაში კი სტუმართა მეკარემ ითამაშა კარგად. გიორგიმ „რეჯანას“ კარი 57-ე წუთზე აიღო და მოედანი 86-ე წუთზე დატოვა.

Sofascore-მა ქართველი ფეხბურთელის თამაში 8.0 ქულით შეაფასა, კვერნაძის სტატისტიკა კი ასეთი იყო: 2 დარტყმა კარში, 46 შეხება ბურთთან, 19-დან 18 ზუსტი პასი (95%), 3 წარუმატებელი დრიბლინგი, 9-დან 3 მოგებული ორთაბრძოლა, 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა და 1 ვარდნა. გიორგიმ 15-ჯერ დაკარგა ბურთი, ერთხელ დაჯარიმდა და მეტოქეს ორჯერ დაარღვევინა წესები.

21 ტურის შემდეგ „ფროზინონე“ 45 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზეა და მომდევნო ტურში 31 იანვარს „ენტელას“ ესტუმრება. რაც შეეხება კვერნაძეს, მის ანგარიშზე 4 გოლი და 2 ასისტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვიპროსული მედია - ქვილითაიას არისი კონტრაქტს არ უხანგრძლივებს
კვიპროსული მედია - ქვილითაიას არისი კონტრაქტს არ უხანგრძლივებს