ცარუკიანი: სტრაიკინგშიც კი თოფურიაზე უკეთესი ვარ
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, არმან ცარუკიანი ილია თოფურიაზე ლაპარაკს არ წყვეტს.
მისი თქმით, UFC-ს ხელმძღვანელობა ვალდებულია, რომ შემდეგი ჩხუბი სწორედ „ელ- მატადორთან“ მისცეს.
„მე მომავალი ჩემპიონი ვარ და ეს ჩემი ქამარია. ილიას ერთი გამორჩეული უნარი აქვს - კრივი, მაგრამ ჩვენ კრივის წესებით არ ვჩხუბობთ, ეს MMA-ია. სტრაიკინშიც კი, თოფურიაზე უკეთესი ვარ. ჩემი დარტყმები ფეხებით, იდაყვებითა და მუხლით ყოველთვის მუშაობს. ერთი სულ მაქვს, ჩემი დონე ყველას დავანახო“, - თქვა სომეხმა მებრძოლმა.
ცნობისთვის, ცარუკიანმა UFC-ში ბოლო ბრძოლა 2024 წლის აპრილში ჩარლზ ოლივეირასთან ჩაატარა და ბრაზილიელი მოწინააღმდეგე მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
ახლახან, ილიამ განაცხადა, რომ არ სურს, მისი მომდევნო მეტოქე არმანი იყოს და ურჩევნია, ქამარი ვაკანტური გახადოს, ვიდრე მას ეჩხუბოს. გ
გეტყვით ასევე, რომ „ელ მატადორმა“ 29 ივნისს, ჩარლზ ოლივეირა დაანოკაუტა და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვაკანტურ ქამარს დაეუფლა.