ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მისი პერფორმანსი გრანდიოზული იყო!“ - ფრანგული მედია კვარას აფასებს

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საკუთარ მოედანზე ჩელსის დაუპირისპირდა და კომფორტული უპირატესობით, 5:2 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე 62-ე წუთიდან გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 2:2 იყო. მოედანზე შემოსვლის წამიდან, ხვიჩა ორივე გუნდის შემადგნელობაში საუკეთესო გახდა - 74-ე წუთზე ჯერ საგოლე პასი გააკეთა, რა დროსაც ვიტინიას გაატანინა და ანგარში 3:2 გახდა, 86-ე და 90+4-ე წუთებზე კი დუბლი შეასრულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველი შემტევი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახაელეს.

თამაშის დასრულების შემდეგ კვარაცხელიას თამაში გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემებმა შეაფასეს.

რას წერენ მედიაში:

Footmercato - მისი მოედანზე შემოსვლა გადამწყვეტი აღმოჩნდა. მან გამოაცოცხლა ფლანგები და 75-ე წუთზე საჯარიმოში ეფექტური დრიბლინგიც შემოგვთავაზა. ჯერ ვიტინიას გაატანინა (74-ე წუთი), შემდეგ კი თავად გაიტანა ფანტასტიკური გოლი — საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი, „რაკეტისებური“ დარტყმით შორეულ კუთხეში ცხრიანი აიღო (86-ე წუთი). მატჩის მიწურულს (90+4 წუთი), ჰაკიმის გარბენისა და პასის შემდეგ, დუბლი გააფორმა, რამაც განმეორებითი შეხვედრის წინ გუნდის შანსები საგრძნობლად გაზარდა. 88-ე წუთზე გადამეტებული ემოციების გამო ყვითელი ბარათი მიიღო.

L’Equipe - წარმოუდგენელი ცვლილება, რომელმაც „პარი სენ-ჟერმენის“ თამაში მთლიანად შეცვალა. ერთი საგოლე გადაცემა და ორი გატანილი გოლი! მისი მოედანზე შემოსვლა გადამწყვეტი აღმოჩნდა.

CulturePSG – 9 ქულა: თეორიულად, შეცვლაზე შემოსულ ფეხბურთელებს ქულებს არ ვუწერთ, მაგრამ ეს შემთხვევა გამონაკლისია... მოედანზე ნამდვილი ვარსკვლავი შემოვიდა.

Le Parisien - მოედანზე შემოსვლის შემდეგ, თამაშში გარდამტეხი როლი ითამაშა. 86-ე წუთზე ჯერ ბრწყინვალე გოლი გაიტანა (4-2), ხოლო კომპენსირებულ დროში (94-ე წუთზე) ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა (5-2).

Eurosport - კვარაცხელია მოედანზე 62-ე წუთზე შემოვიდა რომელმაც მოედანზე საოცარი ჟინი და ენერგია შემოიტანა. ვიტინიას გოლზე შესრულებული საგოლე გადაცემის შემდეგ, მან თავისი საფირმო სტილით გადამწყვეტი გოლი გაიტანა, მატჩის მიწურულს კი მეტოქეს საბოლოო დარტყმა მიაყენა. ეს იყო დიდებული ჩართვა თამაშში, რომელმაც მატჩის ბედი პარიზელების სასარგებლოდ გადაწყვიტა. სულ რაღაც 30 წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გამხდარიყო. გრანდიოზულია.

მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ქართველმა ვარსკვლავმა ტურნირზე ჩატარებულ 10 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

პარი სენ-ჟერმენისა და ჩელსის საპასუხო დაპირისპირება სტემფორდ ბრიჯზე 17 მარტს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელია: “ბედნიერი ვარ, რომ გუნდს დავეხმარე“
კვარაცხელია: “ბედნიერი ვარ, რომ გუნდს დავეხმარე“