დილა, სამგურალი
Aa
Aa

სენსაცია გორში | დინამო ბათუმის ფრე სამგურალთან

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტურში „სამგურალი“ „დინამო ბათუმს“ დაუპირისპირდა. აჭარლები სამი ქულის აღებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ 83 წუთზე გოლი გაუშვეს და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

თამაშში ანგარიში „დინამო ბათუმმა“ გახსნა და 27-ეწუთზე დაწინაურდა. აჭარლების რიგებში თავი ლუკა ქაფიანიძემ გამოიჩინა. „სამგურალმა“ წონასწორობა 83-ე წუთზე აღადგინა. ნიკა ხორხელის ჩაწოდების შემდეგ აჭარელთა კარი ველისოლმა აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სათამაშო დღე თენგის ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დაიხურა, სადაც „დილამ“ „მეშახტეს“ უმასპინძლა. ყველასთვის მოულოდნელად, სტუმრებმა სენსაცია შემოგვთავაზეს და მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე გავიდა და მისი ავტორი ირაკლი სიხარულიძეა.

ცნობისთვის, „დილას“ 0 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე იმყოფება. „სამგურალი“ 5 ქულით მეორეზეა, „დინამო ბათუმმა“ კი 2-დან ორივე შეხვედრა ფრედ დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პსჟ-ს აჩუქეს? 75 მილიონი ძალიან ცოტაა“ | იტალიური გამოცემა ხვიჩაზე წერს
„პსჟ-ს აჩუქეს? 75 მილიონი ძალიან ცოტაა“ | იტალიური გამოცემა ხვიჩაზე წერს