ბითაძე არ ათამაშეს - ორლანდომ კლივლენდი დაამარცხა
უკანასკნელ მატჩებში გოგა ბითაძე მცირე, მაგრამ სათამაშო წუთებს მაინც იღებდა და ამ დროშიც ამტკიცებდა, რომ შანსის მიცემას იმსახურებს. გოგაზე საკმაოდ დადებით კონტექსტში ისაუბრა “ორლანდოს” მთავარმა მწვრთნელმა ჯამალ მოსლიმ, თუმცა ფლორიდელებმა “კლივლენდი” (128:122) ისე დაამარცხეს, რომ ქართველი კალათბურთელი შეხვედრაში არ ჩართულა.
მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი “მეჯიქის” წევრი დესმონდ ბეინი გახლდათ, რომელმაც 36 წუთში თავი 35 ქულას, 6 მოხსნას, 6 შედეგიან პასს და 1 ჩაჭრას მოუყარა. მისი თანაგუნდელის ვენდელ კარტერ-ჯუნიორის ანგარიშზე კი ორმაგი დუბლია (11 ქულა, 11 მოხსნა). დაბლ-დაბლ კავალიერსიდან ევან მობლიმ შეასრულა, რომლის აქტივშიც 18 ქულასთან ერთად 13 მოხსნაც იყო. ყველაზე შედეგიანი კლივლენდელთა შორის 30 ქულით, 5 მოხსნითა და 8 ასისტით ჯეიმს ჰარდენი გახლდათ.
ცნობისათვის, 36 მოგებითა და 28 წაგებით “ორლანდო” აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა
და პლეი ოფის ზონაშია. მომდევნო შეხვედრას “მეჯიქი” საკუთარ დარბაზში “ვაშინგტონ ვიზარდსთან” გამართავს, რომელიც დღეს, თბილისის დროით ღამის 03:00 საათზე დაიწყება.