მამუკელაშვილის სამიანები და მოხსნები | რეპტორსმა პელიკანსთან წააგო
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ „ნიუ ორლეან პელიკანსს“ ესტუმრა და 111:122 დამარცხდა.
ქართველი კალათბურთელი ამჯერად სათადარიგო იყო, პარკეტზე 21:15 წუთი გაატარა და ამ დროში 8 ქულას, 5 მოხსნას, 1 შედეგიან გადაცემასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი. სანდრომ 6-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
„ტორონტოს“ რიგებში საუკეთესო იმანუილ ქუიქლი იყო (25 ქულა), ბრენდონ ინგრემმა 22 ქულა, ხოლო არჯეი ბარეტმა 16 ქულა დააგროვა. რაც შეეხება „პელიკანსს“, ტრეი მერფიმ მატჩი 28 ქულით დაასრულა, დეჯონტე მიურეიმ 27 ქულა ჩააგდო, ზაიონ უილიამსონმა კი 19.
36 მოგებითა და 29 წაგებით „ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 ადგილზეა. მომდევნო მატჩს მამუკელაშვილის გუნდი 14 მარტს, საკუთარ კედლებში, „ფინიქს სანსის“ წინააღმდეგ გამართავს.