ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

ჰოლანდის აგენტი: ბარსელონასთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

ერლინგ ჰოლანდის აგენტმა, რაფაელა პიმენტამ „ბარსელონას“ პრეზიდენტობის კანდიდატის, ვიქტორ ფონტის განცხადებას უპასუხა, რომელიც მისი კლიენტის ტრანსფერთან დაკავშირებით „მანჩესტერ სიტისთან“ მოლაპარაკებებს ეხებოდა.

„ჩვენ „ბარსელონას“ მიმართ დიდი პატივისცემითა და აღფრთოვანებით ვართ განწყობილი, თუმცა შესაძლო ტრანსფერის თემაზე საერთოდ არანაირი კონტაქტი არ ყოფილა. ფეხბურთელმა კონტრაქტი რამდენიმე თვის წინ გაახანგრძლივა და „მანჩესტერ სიტიში“ ბედნიერია. მას ყველაფერი კარგად მისდის და ტრანსფერის კონტექსტში განსახილველი არაფერი გვაქვს, როცა „სიტიში“ ყველაფერი ასე კარგადაა“, — განაცხადა პიმენტამ La Sexta-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ნორვეგიელი „ქალაქელების“ ღირსებას 2022 წლიდან იცავს, მისი კონტრაქტი კი 20234 წლამდეა გათვლილი.

გეტყვით ასევე, რომ მიმდინარე სეზონში ერლინგმა 40 მატჩში 29 გოლი გაიტანა და 7 საგოლე მოქმედება შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საოცარი მომენტი იყო, თამაშზე დიდი გავლენა მოახდინა“ | პოსტეკოგლუმ კვარაზე ისაუბრა
„საოცარი მომენტი იყო, თამაშზე დიდი გავლენა მოახდინა“ | პოსტეკოგლუმ კვარაზე ისაუბრა