ხვიჩა კვარაცხელია, ლიამ როსენიორი
Aa
Aa

„პრემიერ ლიგაში კვარას მსგავსი ფეხბურთელი ბევრი არ გვყავს“ - როსენიორის შეფასება

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდა და 5:2 დაამარცხა.

გამორჩეული მატჩი ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც ლუის ენრიკემ თავდაპირველად სათადარიგოთა სკამზე დატოვა, თუმცა თამაშში 62-ე წუთიდან ჩართო და დარჩენილ დროში, ქართველმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც მიითვალა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

თამაშის დასრულების შემდეგ, ლონდონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ლიამ როსენიორმა განვლილი მატჩი შეაფასა და პსჟ-ს ფეხბურთელები, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც შეაქო.

რა თქვა როსენიორმა:

„ამ დონეზე მსგავსი შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს. უხეში შეცდომები მოგვივიდა. ბოლო გოლი თამაშის მიწურულს გავიდა — იქ მცირე არეულობა მოხდა (ნეტოსა და ბურთის მომტან ბიჭს შორის მომხდარი ინციდენტის გამო), რამაც კონცენტრაცია დაგვაკარგვინა. პრესინგზე გადავედით და მეხუთე გოლი მივიღეთ, რაც კიდევ უფრო მტკივნეული აღმოჩნდა. დღეს ზედმეტად ბევრი შეცდომა დავუშვით და მათაც დაგვსაჯეს. ისინი დიდი გუნდია და ეს დღეს საღამოს დაამტკიცეს კიდეც.“

„ძალიან ძლიერმა გუნდმა დაგვსაჯა. 75 წუთის განმავლობაში თამაშში ვიყავით. მეკარე არ არის ერთადერთი, ვინც შეცდომებს უშვებს, ეს ფეხბურთის ნაწილია. როცა ანგარიში 2:2 იყო, ახლოს ვიყავით მესამე გოლის გატანასთან, გავიტანეთ კიდეც, თუმცა თამაშგარე დაფიქსირდა. მათმა მეხუთე გოლმა კი საბოლოოდ დაგვასრულა.“

„მარცხი ჩემი ბრალია. თუ ჩვენი პოტენციალის მაქსიმუმს ვერ ვაჩვენებთ, ჩემი სამუშაოა, რომ გამოვასწოროთ და ვაჩვენოთ. ჩემი გუნდი მილიმეტრებში იყო ანგარიშის გათანაბრებასთან, მაგრამ... პრემიერ ლიგაშიც კი არ არის ბევრი ბარკოლასა და კვარასნაირი ფეხბურთელი. 2:2-მდე ჩვენი თამაში ძალიან კარგი იყო.“

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ქართველმა ვარსკვლავმა ტურნირზე ჩატარებულ 10 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

პარი სენ-ჟერმენისა და ჩელსის საპასუხო დაპირისპირება სტემფორდ ბრიჯზე 17 მარტს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოედანზე ზუსტად ისეთი რეაქციით შევიდა, როგორიც საჭირო იყო“ - ანრიმ კვარაზე ისაუბრა
„მოედანზე ზუსტად ისეთი რეაქციით შევიდა, როგორიც საჭირო იყო“ - ანრიმ კვარაზე ისაუბრა