ლუის ენრიკე
Aa
Aa

ენრიკე: არ ვიცი სამართლიანი იყო თუ არა ეს გამარჯვება, ფეხბურთი ასეთია

ლუის ენრიკემ ევროპის სუპერთასზე პსჟ-ს გამარჯვება შეაფასა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

პარიზელებმა „ტოტენჰემს“ პენალტების სერიაში სძლიეს (ძირითადი დრო 2:2, პენალტებში 4:3), მიუხედავად იმისა, რომ 85-ე წუთზე 0:2 აგებდნენ.

„რთულია ამ მატჩზე საუბარი. ჩვენ მხოლოდ 5-6 დღე ვემზადებოდით. ეს დაუჯერებელია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, ვინც ყოველთვის ჩვენს გვერდით არის და შედეგის მიუხედავად მხარს გვიჭერს. ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს ტიტული მათ ვაჩუქეთ.

ვფიქრობ, ტოტენჰემი შესანიშნავად გამოვიდა. ისინი ახლა ჩვენზე ძლიერები და უკეთ მომზადებულები არიან, რაც ჩვენთვის რთული გამოწვევა იყო. მაგრამ ბოლომდე ბრძოლა შევძელით. არ ვიცი, სამართლიანი იყო თუ არა ეს გამარჯვება, მაგრამ ასეთია ფეხბურთი.

ბედნიერები ვართ ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ახლა სრულყოფისკენ სვლა უნდა გავაგრძელოთ. მე ჩემი ფეხბურთელებისგან ყოველთვის მეტს ველოდები“.

– აღნიშნა პსჟ-ს მთავარმა.

აღსანიშნავია, რომ ენრიკემ სამწვრთნელო კარიერაში მეორედ მოიგო ხუთი ტიტული ერთ წელიწადში. პარიზელებმა უეფას სუპერთასამდე ჩემპიონთა ლიგა, ლიგა 1, საფრანგეთის თასი და საფრანგეთის სუპერთასი მოიგეს.

ესპანელმა მწვრთნელმა იგივე შედეგებს (2014/2015-ის სეზონში), „ბარსელონასთან“ ერთად მიაღწია. კატალონიელებმა ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს.

მსგავსი სიახლეები