იბერიამ ტორპედო დაამარცხა და საქართველოს თასის 1/4-ფინალშია
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/8-ფინალში „იბერია“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა.
შეხვედრაში ანგარიში 24-ე წუთზე გიზი მამაგეიშვილის ულამაზესი დარტყმით გაიხსნა. ტაიმის მიწურულს 44-ე წუთზე ქუთაისელებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ვლადიმერ მამუჩაშვილმა ზუსტად შეასრულა და პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა.
მეორე ნახევარი „იბერიას“ უპირტესობით დაიწყო და საბოლოოდ ლოგიკური შედეგითაც დასრულდა. გამარჯვების მომტანი გოლი 84-ე წუთზე გავიდა. იური ტაბატაძემ პენალტი ზუსტად შეასრულა და თავისი გუნდი მეოთხედფინალში გაიყივანა.
აქვე გეტყვით, რომ გია გეგუჩაძის გაწვრთნილი (სადებიუტო მატჩი) „იბერია“ მეოთხედფინალში ტყიბულის „მეშახტეს“ შეხვდება.
ამჟამად ცნობილი მეოთხედფინალური წყვილები ასეთია:
მეშახტე V იბერია
ლოკომოტივი V დინამო ბათუმი
რუსთავი VS სამტრედია
დილა VS სპაერი/კოლხეთი