ვილი სანიოლი
Aa
Aa

„ერთა ლიგაზე ჩვენი მიზანი პირველი ადგილის დაკავებაა“ | ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა. „ჯვაროსნების“ დამრიგებელმა გურამ კაშიას გადაწყვეტილებაზე, ერთა ლიგასა და სათამაშო ტაქტიკაზე ისაუბრა.

გურამ კაშია

გურამ კაშია მონუმენტური ფიგურაა ქართული ფეხბურთისთვის. ზოგადად, ახალი კაპიტნის არჩევა იოლი გადაწყვეტილება არ არის, თუმცა ჯაბა კანკავას წასვლის შემდეგ, ჩემთვის ძალიან მარტივი გადასაწყვეტი იყო, თუ ვინ გახდებოდა ნაკრების ახალი კაპიტანი. გურამთან ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა. ძალიან ბევრი გვისაუბრია როგორც ფეხბურთზე, ისე ზოგადად ცხოვრებაზე. ჩემი სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლების სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო მას. ძალიან სასიამოვნო იყო გურამთან ერთად მუშაობა. როდესაც ცხოვრების ერთი ნაწილი სრულდება, აუცილებლად იწყება რაღაც ახალი. გისურვებ ყოველივე საუკეთესოს მომავალში".

ექსპერიმენტები შემადგენლობაში, შემტევები დაცვაში წიტაიშვილისა და შენგელიას მსგავსად

„ჩვენი ამოცანა ყოველთვის ბალანსის პოვნაა, ბოლო პერიოდით უკმაყოფილო ვარ. ჩვენი მიზანია გამოწვევების გადაჭრა და ახალი ფეხბურთელების გამოცდა. მიხარია რომ მოთამაშეებს შევხვდით, ახალი ციკლისთვის მოსამზადებლად შეკრებას გავივლით და ამხანაგურ მატჩებში ვითამაშებთ.“

იგეგმება თუ არა სათამაშო ტაქტიკის ცვლილება

„ბოლო ციკლი წარუმატებელი იყო, ჭკვიანი ხალხი ყოველთვის გამოსავალს ეძებს და ცდილობს სწრაფად იპოვოს. თამაშებმა ისე არ ჩაიარა როგორც გვინდოდა. თუ ყურადღებას მიაქცევთ, ცნობილი მწვრთნელები უფრო ხშირად ფეხბურთელების მიდგომაზე საუბრობენ და ნაკლებად ტაქტიკაზე.“

მიზნები და ერთა ლიგა

„ჩვენ ამბიციები გვაქვს. მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა. ერთა ლიგაზე ჩვენი მიზანი პირველი ადგილის დაკავება იქნება, ამხანაგური მატჩები უნდა გამოვიყენოთ კარგად, რომ ერთა ლიგას მომზადებული შევხვდეთ.“

გიორგი ქოჩორაშვილის საკითხი

„ვაკვირდებით ქოჩორას სიტუაციას. მას საკმაო ხანია მუხლის ტრავმა აწუხებს. როგორც ვიცი ნელ-ნელა ბრუნდება და იმედი მაქვს ივნისში დაგვეხმარება.“

ცნობისთვის, ისრაელისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 21:00-ზე დაიწყება, სამი დღის შემდეგ კი ჩვენი გუნდი ლიეტუვას შეხვდება. ეს თამაში 17:00-ზე გახლავთ ჩანიშნული. რაც შეეხება ერთა ლიგას, საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფში მოხვდა: უნგრეთი, უკრაინა, საქართველო, ჩრდილოეთ ირლანდია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფანტასტიკური ფეხბურთელია“ | რუდი გარსიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა
„ფანტასტიკური ფეხბურთელია“ | რუდი გარსიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა