გურამ კაშია, ალექსანდრე იაშვილი
Aa
Aa

„მაგალითი თითოეული ჩვენგანისთვის“ | იაშვილმა კაშიაზე ისაუბრა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი გურამ კაშიას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „კაშო“ სანაკრებო კარიერას 2026 წლის ივნისში დაასრულებს და რუმინეთთან გამოსამშვიდობებელი მატჩი ექნება.

„გურამ კაშია არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი, ვისაც ეროვნული ნაკრების მაისური სცმია. ის იყო მაგალითი თითოეული ჩვენგანისთვის — თუ რას ნიშნავს იყო ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, სიამაყით ატარებდე შენი ქვეყნის მაისურს და უკაპიტნო შენს ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე. მთელი ფეხბურთის ფედერაციის სახელით, უდიდესი მადლობა ყველაფრისთვის.

ვამაყობ, რომ გურამთან ერთად მომიწია თამაში, შემდეგ კი, ჩვენი ნაკრების კაპიტანი და გამორჩეული წევრი იყო. ყოველთვის მადლიერები ვიქნებით. ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა შენთვის და, როდესაც გადაწყვეტ, რომ მზად ხარ, ჩვენთვის დიდი პატივი იქნება, თუ გააგრძელებ იმ საქმეში მოღვაწეობას, რასაც მთელი ცხოვრება ემსახურე და შენი ქვეყნისთვის ძალიან ბევრი გააკეთე. დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო მეტს გააკეთებ საქართველოსთვის.“

გურამ კაშიას დებიუტი ეროვნული ნაკრების რიგებში 2009 წელს, თბილისში, მონტენეგროსთან მატჩში შედგა. ამ დროისთვის 38 წლის მცველს 128 სანაკრებო მატჩი აქვს ჩატარებული და ანგარიშზე სამი გოლია. საქართველოს ნაკრებმა კაშიას კაპიტნობით 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა, ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია და ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფანტასტიკური ფეხბურთელია“ | რუდი გარსიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა
„ფანტასტიკური ფეხბურთელია“ | რუდი გარსიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა