“მნიშვნელოვანია სიმშვიდე შევინარჩუნოთ“ - ფრანკი პსჟ-სთან წაგების შემდეგ
უეფა-ს სუპერ თასის ფინალში პარი სენ ჟერმენი ტოტენჰემს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში, პენალტების სერიაში დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, დეზების მთავარმა მწვრთნელმა ტომას ფრანკმა კომენტარი გააკეთა.
ფრანკი:
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ეს ნებისმიერი გუნდისთვის იარაღი უნდა იყოს. აუცილებლად გავამახვილებთ ყურადღებას ამაზე, რადგან ვფიქრობ, ეს საკვანძო მიმართულებაა. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ თანაბრად შეგვიძლია ვეთამაშოთ მსოფლიოს ნებისმიერ გუნდს. ეს არის ის პოზიტივი, რაც ამ შეხვედრიდან მომაქვს.
რა თქმა უნდა, გვინდა, რომ გუნდი გავაძლიეროთ. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. ბევრს ვმუშაობთ, რომ ვნახოთ შეგვიძლია, თუ არა ამის გაკეთება. ზოგადად, შემადგენლობით ძალიან კმაყოფილი ვარ.
პრემიერ ლიგის პირველი ტური? დრო მოსამზადებლად ძალიან ცოტაა. მომდევნო 24 საათში იმედგაცრუებულები ვიქნებით. პარასკევს უკეთეს კონდიციებში ჩავდგებით და ვუზრუნველყოფთ, რომ შაბათს მოედანზე მძლავრად გამოვიდეთ."
შეგახსენებთ, რომ ტოტენჰემი 2-ბურთიანი უპირატესობით იგებდა, თუმცა ჯერ ლიმ გაიტანა და შემდეგ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში რამუშმა წონასწორობა აღადგინა. ლუის ენრიკემ კვარა მოედანიდან მე-60 წუთზე გაიყვანა.
ასევე შეგახსენებთ, 2025 წელს კვარამ საფრანგეთის ლიგა 1, საფრანგეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფა-ს სუპერ თასი მოიგო.