მარკინიოსი: “ძალიან საშიშია, როცა პსჟ-ს შეტევაში ეპატიჟები“
უეფა-ს სუპერ თასის ფინალში პარი სენ ჟერმენი ტოტენჰემს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში, პენალტების სერიაში დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ფრანგული გრანდის კაპიტანმა მარკინიოსმა კომენტარი გააკეთა.
მარკინიოსი:
„ამაყი ვარ. დიდი მზადება არ გვქონდა, მაგრამ აშკარაა, რომ ფეხბურთი მხოლოდ ფიზიკურ მხარეს არ გულისხმობს. ბევრი რამ მენტალურ მხარეზე, სწორი პოზიციის დაკავებაზე და ტაქტიკაზეა დამოკიდებული. როცა ანგარიში 2:0 გახდა, მათ უკან დაიხიეს და თითქოს გვაიძულეს, რომ წინ წავსულიყავით.
ძალიან საშიშია, როცა პსჟ-ს შეტევაში ეპატიჟები. მწვრთნელმა სწორი შეცვლები გააკეთა, რამაც დამატებითი ენერგია მოგვცა. რამუში კარგად ჩაერთო, მოედანზე 9 ნომერი გვჭირდებოდა, რომელიც ბურთს კარში შეიტანდა. პენალტების დროს შევალიეს ვენდობოდით, მას კარგად ვიცნობთ. ის ახლახან შემოგვიერთდა და ეს მომენტი მისთვის განსაკუთრებული იყო. მას საკუთარი თავი უნდა დაემტკიცებინა.“
შეგახსენებთ, რომ ტოტენჰემი 2-ბურთიანი უპირატესობით იგებდა, თუმცა ჯერ ლიმ გაიტანა და შემდეგ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში რამუშმა წონასწორობა აღადგინა. ლუის ენრიკემ კვარა მოედანიდან მე-60 წუთზე გაიყვანა.
ასევე შეგახსენებთ, 2025 წელს კვარამ საფრანგეთის ლიგა 1, საფრანგეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფა-ს სუპერ თასი მოიგო.