ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ნაცნობი შემტევი ტრიო | პარი სენ-ჟერმენის სავარაუდო შემადგენლობა სუპერთასისთვის

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ ახალი სეზონის პირველი ტიტულის დასაკუთრების შანსი აქვს. „კვარა“ და მისი თანაგუნდელები უეფას სუპერთასისთვის იბრძვიან და ტრიუმფალური სტარტისთვის, „ტოტენჰემის“ ბარიერის დაძლევა მოუწევთ.

მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით, L’Equipe-მა სტატია გამოაქვეყნა და „პარი სენ-ჟერმენის“ სავარაუდო შემადგენლობაც დაასახელა. ლუის ენრიკეს გუნდი ჟოაუ ნევეშის გარეშე იასპარეზებს, რომელიც ტრავმირებულია და ფრანგული გამოცემა ვარაუდობს, რომ მის ნაცვლად ვარენ ზაირ ემერი ითამაშებს.

„პარი სენ-ჟერმენის“ სავარაუდო შემადგენლობა: ლუკას შევალიე, აშრაფ ჰაკიმი, ნუნუ მენდეში, ვილიამ პაჩო, მარკინიოსი, ფაბიან რუისი, ვიტინია, ვარენ ზაირ ემერი, უსმან დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია, დეზირე დუე.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ტოტენჰემის“ დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება. მატჩს იტალიის ქალაქ უდინეში მდებარე „სტადიო ფრიული“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესანიშნავი მებრძოლია“ | დუ პლესიმ ილია შეაქო და მასთან ვარჯიშის სურვილი გამოთქვა
„შესანიშნავი მებრძოლია“ | დუ პლესიმ ილია შეაქო და მასთან ვარჯიშის სურვილი გამოთქვა