ჯანლუიჯი დონარუმა
Aa
Aa

„უპატივცემულობაა, შოკირებული ვარ“ | დონარუმას აგენტის კომენტარი პსჟ-ზე

ჯანლუიჯი დონარუმას აგენტმა, ენცო რაიოლამ, „პარი სენ-ჟერმენის“ მეკარის გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. რაიოლამ ფრანგული გრანდი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ დონარუმასთან მიმართებით უდიდესი უპატივცემულობა გამოიჩინეს.

„ჯიჯი ძალიან დამწუხრებულია იმის გამო, რაც მოხდა. ბოლო ათი დღეა, „პარი სენ-ჟერმენი“ ცდილობს გააქროს ის ოთხი წელიწადი, რომლებიც დონარუმამ გუნდში გაატარა. ასეთი უპატივცემულობით შოკირებული ვარ.

ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ჯიჯი თანახმა იყო ამჟამინდელზე ნაკლები ანაზღაურება მიეღო, რადგან გუნდში დარჩენა სურდა, თუმცა „პარი სენ-ჟერმენმა“ პოზიცია შეცვალა, რის შემდეგაც დიალოგი შეჩერდა. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ და პსჟ-მა დაადასტურა, რომ დონარუმას შენარჩუნება სურდა. ყველანაირად მოულოდნელია ის, რაც ბოლო 10 დღის განმავლობაში მოხდა.

მესმის, „პარი სენ-ჟერმენმა“ ახალი მეკარე რატომ იყიდა, თუმცა დონარუმას მოშორება იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მან გუნდისთვის გააკეთა, უდიდესი უპატივცემულობაა. სიტუაციას ჩემს ადვოკატებთან ერთად შევისწავლი და, შესაძლოა, სასამართლოს მივმართოთ. რაც შეეხება მომავალს, „პარი სენ-ჟერმენს“ გადაჭარბებული ფინანსური მოთხოვნები აქვს და მათი დაკმაყოფილება მხოლოდ პრემიერ ლიგის წარმომადგენლებს შეუძლიათ.“

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ დონარუმამ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და „პარი სენ-ჟერმენსა“ და კლუბის გულშემატკივრებს დაემშვიდობა. იტალიელ მეკარეს „სიტის“ უკავშირებენ, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული წინადადება არ ყოფილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოიგებს | 90Min-ის პროგნოზი ხვიჩაზე
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოიგებს | 90Min-ის პროგნოზი ხვიჩაზე