„ძალიან გაბრაზებული ვიყავი“ - დუ პლესი აწონვის პროცედურაზე
UFC 319-ის მთავარი წყვილების აწონვის პროცესმა აჩვენა, რომ სასწორების დაკალიბრებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები იყო.
ოფიციალურ აწონვაზე გამოცხადებულმა ხამზატ ჩიმაევმა მაშინვე სქრინის გამოყენება მოითხოვა და აღმოჩნდა, რომ ორი ფუნტით (0.91 კგ) ნაკლებს იწონიდა. დრიკუს დუ პლესის კი საპირისპირო პრობლემა შეექმნა და იძულებული გახდა, დამატებით აწონვაზე სწრაფად ემუშავა.
„ეს საშინელება იყო. გულწრფელად გითხრათ, ძალიან გაბრაზებული დავრჩი. ჩემს ოთახში მთელი კვირის განმავლობაში სასწორი ზუსტად აჩვენებდა. ოთახშიც და დარბაზშიც ყველა მონაცემი ემთხვეოდა საკონტროლო წონას. ოფიციალურ აწონვაზე კი უცებ ნახევარი ფუნტით უფრო მძიმე აღმოვჩნდი.
უკვე ზუსტად ვემთხვეოდი ლიმიტს, ყველაფერი წესრიგში იყო და უცებ – პლუს ნახევარი ფუნტი. სწრაფად ჩავედი სასტუმროს სპორტდარბაზში, სულ ოცი წუთი დამჭირდა, რომ ისევ ფორმაში მოვსულიყავი, მაგრამ ეს ამბავი საშინლად გამაღიზიანებელი იყო. მართლა ძალიან გავბრაზდი,“
– აღნიშნა დუ პლესიმ აწონვის ცერემონიის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ დუ პლესისა და ჩიმაევის ბრძოლა 17 აგვისტოს გამთენიისას ჩიკაგოში გაიმართება.