ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩამ ვარჯიში განაახლა | ითამაშებს თუ არა მარსელთან კვარა

ჩემპიონთა ლიგაზე „ნიუკასლთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ ვარჯიში განაახლა. ფრანგული გამოცემების მიხედვით, „კვარამ“ პარასკევს დილით თანაგუნდელებთან ერთად სპორტდარბაზში ივარჯიშა, შემდეგ კი მოედანზეც გავიდა.

„პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო შეხვედრას „მარსელის“ წინააღმდეგ გამართავს და ParisTeam-ისა და AllezParis-ის ინფორმაციით, „კვარას“ თამაში მაინც საეჭვოა. პსჟ-ის სამედიცინო შტაბი ტრავმებს უდიდესი სიფრთხილით ეკიდება და ფრანგული გამოცემები ვარაუდობენ, რომ ისინი არც ამ შემთხვევაში გარისკავენ.

შეგახსენებთ, რომ „კვარამ“ კოჭი დაიზიანა. თავდაპირველად L’Equipe-მა და Le Parisien-მა დაწერეს, რომ ქართველი ფეხბურთელი დაახლოებით სამ კვირას გამოტოვებდა. მოგვიანებით „პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ხვიჩა მხოლოდ 8–10 დღეს იუქმებდა.

ცნობისთვის, პსჟ-ს 46 ქულა აქვს და ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილის ლიდერია. ლუის ენრიკეს გუნდი „ლანსს“ 2 ქულით უსწრებს, ხოლო „მარსელზე“ 7 ქულით წინაა. „ლე კლასიკი“ 8 თებერვალს გაიმართება და შეხვედრა თბილისის დროით 23:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თავისუფლების სამი მედალი - მარგიშვილმა ბრინჯაოთი დაასრულა
თავისუფლების სამი მედალი - მარგიშვილმა ბრინჯაოთი დაასრულა