თავისუფლების სამი მედალი - მარგიშვილმა ბრინჯაოთი დაასრულა
Aa
Aa

თავისუფლების სამი მედალი - მარგიშვილმა ბრინჯაოთი დაასრულა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართული სარეიტინგო სერია საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 4 მედლით დაასრულა. მეორე საშეჯიბრო დღეს ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებიდან წარმატებას მხოლოდ ერთმა სპორტსმენმა ანდრო მარგიშვილმა მიაღწია, რომელმაც მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

მარგიშვილმა, რომელიც 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, მეოთხედფინალში ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების სახელით მოასპარეზე იაროსლავ სლავიკოვსკი 7:0 დაამარცხა, ნახევარფინალში ირანელ ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონთან ჰასან იაზდანიჩარატთან დამარცხდა, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში უნგრელ რიჩარდ ვეგს 12:2 მოუგო. მედლის აღების შანსი კიდევ ერთ ქართველ მოჭიდავეს ოთარ ადეიშვილს (79 კგ) ჰქონდა, მაგრამ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ირანელ მოწინააღმდეგესთან წააგო.

ცნობისათვის, ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ზაგრების სარეიტინგო სერია ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. ვიცე-ჩემპიონები ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ) და აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) გახდნენ, ხოლო მარგიშვილის გარდა, ბრინჯაოს მედალი ნიკა ზაქაშვილმა (65 კგ) მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჭიდაობა | 2027 წელს ბათუმი U23 ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
ჭიდაობა | 2027 წელს ბათუმი U23 ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს