ლილი, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი ქვილითაია, გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

უგოლო ფრე ლილთან | მეცში სამივე ქართველმა ითამაშა

ლიგა 1-ის 21-ე ტურში გიორგი წიტაიშვილის, გიორგი აბუაშვილის და გიორგი ქვილითაიას „მეცმა“ საკუთარ კედლებში მეხუთეადგილოსანი „ლილი“ მიიღო და ფრეს დასჯერდა - 0:0.

წიტაიშვილი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, Sofascore-ისგან 7.2-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 36 შეხება ბურთთან, 6-დან 3 ზუსტი ჩაწოდება, 16-დან 13 ზუსტი პასი (81%), 2 ზუსტი გრძელი პასი და 3-დან 2 მოგებული ორთაბრძოლა. 

წიტაიშვილის გამორჩეული მომენტები

აბუაშვილი მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა და მეტოქის კარში ერთხელ დაარტყა, თუმცა „ლილის“ მეკარემ ბურთის მოგერიება შეძლო. Sofascore-მა მისი თამაში 6.7 ქულით შეაფასა, ქართველი შემტევის სტატისტიკა კი ასეთი იყო: 10 შეხება ბურთთან, 1 დარტყმა კარში, 6-დან 6 ზუსტი პასი (100%) და 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა. 

აბუაშვილის გამორჩეული მომენტები

რაც შეეხება ქვილითაიას, მას ლიგა 1-ში დებიუტი ჰქონდა - ქართველმა ფორვარდმა 90-ე წუთზე წიტაიშვილი შეცვალა.

21 მატჩის შემდეგ „მეცის“ აქტივში მხოლოდ 13 ქულაა. ქართველების გუნდი ლიგა 1-ის ბოლო ადგილზეა და მომდევნო მატჩს 15 თებერვალს შინ „ოსერის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად | პაოკმა ლუკა გუგეშაშვილი გაანათხოვრა
ოფიციალურად | პაოკმა ლუკა გუგეშაშვილი გაანათხოვრა