ირაკლი იეგოიანი
Aa
Aa

ირაკლი იეგოიანის საოცარი გოლი | ექსელსიორმა სტუმრად ბრედას მოუგო

ნიდერლანდების ჩემპიონატის, ერედივიზიეს 22-ე ტურში ირაკლი იეგოიანის „ექსელსიორი“ სტუმრად „ბრედას“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და მე-12 წუთის შემდეგ 10 კაცით მოთამაშე „ბრედა“ 2:0 დაამარცხა.

იეგოიანმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, შეუცვლელად ითამაშა და ეფექტური გოლიც გაიტანა. 31-ე წუთზე 21 წლის მოთამაშემ მაკრატელა დაარტყა და „ბრედას“ კარი ლამაზ სტილში აიღო. იეგოიანმა ანგარიში 2:0 გახადა, მანამდე კი „ექსელსიორი“ ემილ ჰანსონმა დააწინაურა.

იეგოიანი ბურთს 63-ჯერ შეეხო და 44-დან 38 ზუსტი გადაცემა შეასრულა. ირაკლიმ ერთხელ დაარტყა და 3-დან 2 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა. ქართველმა ფეხბურთელმა 11-დან 5 ორთაბრძოლა მოიგო, ბურთი 7-ჯერ დაიბრუნა და 2 სახიფათო მდგომარეობა განმუხტა. Sofascore-მა მისი თამაში 8.1 ქულით შეაფასა, რაც „ექსელსიორის“ მეკარის, სტეინ ვან გასელის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

„ბრედასთან“ მოგებული მატჩის შემდეგ „ექსელსიორს“ 26 ქულა დაუგროვდა. იეგოიანის გუნდი მე-10 ადგილზე იმყოფება და მერვე პოზიციას, რომელიც კონფერენს ლიგის საგზურისთვის ბრძოლის საშუალებას იძლევა, 5 ქულით ჩამორჩება. „ექსელსიორი“ მომდევნო შეხვედრას 14 თებერვალს გამართავს და საკუთარ კედლებში „ალკმაარს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩამ ვარჯიში განაახლა | ითამაშებს თუ არა მარსელთან კვარა
ხვიჩამ ვარჯიში განაახლა | ითამაშებს თუ არა მარსელთან კვარა