დენა უაითი
Aa
Aa

„მებრძოლების ჰონორარებს მე არ ვადგენ“ - დენა უაითი

UFC-ის პრეზიდენტი, დენა უაითი სასამართლოს წინაშე წარდგა და პრომოუშენის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური სარჩელების განხილვის ფარგლებში კითხვებს უპასუხა.

MMA Fighting-ის ინფორმაციით, დენა უაითმა განაცხადა, რომ მებრძოლების კონტრაქტებთან შეხება არ აქვს, ხოლო მატჩმეიქინგში (ორთაბრძოლების შერჩევა) „თითქმის არ მონაწილეობს“.

„მებრძოლების ჰონორარები? არ მახსოვს, ბოლოს როდის ვწყვეტდი ამ საკითხებს. მსოფლიოში ვერ ნახავთ ვერც ერთ მენეჯერს, რომელიც იტყვის, რომ პირადად ჩემთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს. ეს უკვე დიდი ხანია, ასე არ ხდება. რაც შეეხება მატჩმეიქინგს, 2017 წელს ჰანთერ კემპბელის მოსვლის შემდეგ მე ამაში თითქმის არანაირად არ ვმონაწილეობ“.

დენა უაითის თქმით, ის პრომოუშენის საქმიანობის ყველა სფეროში აქტიურად იყო ჩართული, თუმცა მისი როლი 10 წლის წინ შეიცვალა, როცა UFС 4.4 მილიარდ დოლარად კომპანია Endeavor-მა შეიძინა, ყოფილი მფლობელები ლორენცო და ფრენკ ფერტიტა კი ამ საქმეს ჩამოშორდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუკი ბოლოჯერ გავრისკავ, ჯილდო უნდა იყოს განსაკუთრებული“ - ჯონსმა წლის მთავარ ღონისძიებაზე ილაპარაკა
„თუკი ბოლოჯერ გავრისკავ, ჯილდო უნდა იყოს განსაკუთრებული“ - ჯონსმა წლის მთავარ ღონისძიებაზე ილაპარაკა