დვალიშვილი და თოფურიაც გამოარჩია | გეიჯიმ იდეალური მებრძოლი ააწყო
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითმა ჩემპიონმა, ჯასტინ გეიჯიმ იდეალური მებრძოლი ააწყო. გეიჯიმ მერაბ დვალიშვილის კარდიო და ილია თოფურიას კრივი გამოარჩია.
„საუკეთესო ნიკაპი ტონი ფერგიუსონს აქვს. კრივში ყველაზე მაგარი ახლა ალბათ ილია თოფურიაა. კიკბოქსინგში საკუთარ თავს გამოვარჩევდი, რადგან ფეხებით ყველაზე კარგად ვურტყამ. საუკეთესო მოჭიდავე ხაბიბ ნურმაგომედოვია, თუმცა ის აქტიური აღარ არის.
საბმიშენები საუკეთესოდ ჩარლზ ოლივეირას გამოსდის. მერაბ დვალიშვილს ყველაზე კარგი კარდიო აქვს. მაიკლ ჯონსონი ყველაზე სწრაფია, ხოლო ყველაზე ძლიერი დარტყმით ფრანსის ნგანუ გამოირჩევა.“
შეგახსენებთ, რომ გეიჯიმ პედი პიმბლეტი დაამარცხა და დროებით საჩემპიონო ქამარს დაეუფლა. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ „ელ მატადორის“ მომდევნო მეტოქე სწორედ გეიჯი იქნება. მისი და ილიას ჩხუბი სავარაუდოდ ივნისში, თეთრი სახლის ღონისძიებაზე გაიმართება.