„ილიასთან მოგების შემთხვევაშიც წავალ“ - გეიჯი დარჩენას არ აპირებს
უკვე თითქმის 90 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო შეხვედრა თეთრი სახლის ღონისძიებაზე შედგება და ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას მეტოქე დროებითი ჩემპიონი ჯასტინ გეიჯი იქნება. ამერიკელის სოლიდურ ასაკში ყოფნისა და ქართველის ფენომენალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, „ელ მატადორი“ წყვილში უდავო ფავორიტად ითვლება, ხოლო 37 წლის გეიჯი როგორც თავად აღნიშნავს კარიერის დასასრული არც ისე შორს არის.
ჯასტინ გეიჯი
უკვე 37 წლის ვარ და სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ყველაზე მაქსიმუმ ამ წლის შუა პერიოდამდე გავაგრძელო კარიერა. იმ დიდი მსხვერპლის გათვალისწინებითაც კი, რასაც ილია თოფურიასთან ბრძოლისთვის მოსამზადებლად ვიღებ, ნამდვილი უაზრობაა ჩემი მხრიდან ილიას დამარცხების შემთხვევაშიც კი აქტიურ სპორტში დარჩენა, რადგან სოლიდურ ასაკში ვიმყოფები.
შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯიმ მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის პედი პიმბლეტი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და სავარაუდოდ ზაფხულში ილია თოფურიას დაუპირისპირდება, რომელმაც ოჯახური პრობლემები საბოლოოდ მოაგვარა და დასაბრუნებლად ასი პროცენტით მზად არის.