პირველი ჩემპიონი და პრიზიორები - MMA-ში ევროპის პირველობა დაიწყო
Aa
Aa

პირველი ჩემპიონი და პრიზიორები - MMA-ში ევროპის პირველობა დაიწყო

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დღეს სტარტი აიღო ევროპის ასაკობრივმა ჩემპიონატმა შერეულ ორთაბრძოლებში. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს საუკეთესოები 12 და 14-წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ და სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ქართული დელეგაციისთვის დღევანდელი სესია უმაღლესი სინჯის მედლის გარეშე არ დასრულებულა.

საუკეთესო შედეგი 14-წლამდე ასაკობრივ ჩემპიონატში სინან მამედოვმა აჩვენა, რომელიც 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა. მან ფინალამდე სამი მეტოქე დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი უკრაინელ ნაზარ ბოიკოს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით აჯობა. ჩემპიონობასთან ახლოს იყვნენ შამილ მაგამადოვი (31 კგ), ალექსანდრე სანიკიანი (37 კგ), ლუკა ბერიძე (40 კგ) და ნოდარ ნოზაძე (57 კგ), თუმცა სამწუხაროდ ისინი ფინალში დამარცხდნენ, ხოლო ცოტნე ბიზიკაშვილმა საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.

ცნობისათვის, ევროპის ჩემპიონატი სერბეთში 15 თებერვლამდე გაგრძელდება და საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ნაკრების წევრები ტურნირზე ხვალ უკვე 16-წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთ პასუხს გაგცემთ“ - იანი წონის შეცვლაზე
„ასეთ პასუხს გაგცემთ“ - იანი წონის შეცვლაზე