დინამო ბათუმმა სპაერს მოუგო | იბერიას და ტორპედოს გამარჯვებები
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე პირველ ადგილზე მყოფ „სპაერს“ მოუგო.
ბათუმელებმა მატჩი კარგად დაიწყეს და უკვე მე-14 წუთზე სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. ანგარიში ნიკა კალანდარიშვილმა გახსნა, შემდეგ კი დუბლი დმიტრი მანდრიჩენკომ გაიფორმა. 31-ე წუთზე „სპაერმა“ ერთი გოლი გაქვითა, თუმცა 57-ე წუთზე უერდი მარამ „სპაერის“ კარში მეოთხე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მოქმედი ჩემპიონი „იბერია 1999“ „გაგრას“ ესტუმრა და 2:1 გაიმარჯვა. მე-9 წუთზე „გაგრას“ მეკარის შეცდომის შემდეგ ანგარიში ბაქარ ქარდავამ გახსნა, პირველი ტაიმის მიწურულს კი დავით მუჯირმა წონასწორობა აღადგინა. 69-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა გურამ გოშთელიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
პარალელურად გამართულ მატჩში „ტორპედომ“ ქუთაისში ტყიბულის „მეშახტეს“ მოუგო - გოლები დიეგო დეისაძის, გიორგი არაბიძისა და ფელიპე პირესის ანგარიშზეა.
ამ დროისთვის სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:
- სპაერი 9 ქულა
- სამგურალი 8
- იბერია-1999 7
- დინამო ბათუმი 6
- ტორპედო 6
- დილა 6
- დინამო თბილისი 5
- მეშახტე 5
- რუსთავი 4
- გაგრა 4
სპაერს, სამგურალს, ტორპედოსა და გაგრას 1 მატჩით მეტი აქვთ ჩატარებული. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მომდევნო ტურის მატჩები 7 აპრილს გაიმართება.