კოპა დელ რეი | ნახევარფინალური წყვილები ცნობილია
ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია. 2025/2026 წლების თასის გათამაშების ფინალის საგზურისთვის „ბარსელონა“ მადრიდის „ატლეტიკოს“, ხოლო „ბილბაო“ „სოსიედადს“ დაუპირისპირდება.
ნახევარფინალები ორ-ორი მატჩისგან შედგება. პირველი მატჩები 10-11 თებერვალს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 4-5 მარტს გაიმართება.
პირველ მატჩებს „ბილბაო“ და „ატლეტიკო“ საკუთარ მოედანზე გამართავენ.
???? ¡ASÍ SE DIBUJAN LAS ????????????????????????????????????????????!
— RFEF (@rfef) February 6, 2026
➡️ ????????????: 10, 11 o 12 de febrero
⬅️ ????????????????????????: 3, 4 o 5 de marzo#CopaDelReyMapfre I #LaCopaMola pic.twitter.com/8ACszvcwwD
აქვე გეტყვით, რომ ფინალი აპრილში სევილიაში, „ლა კარტუხას“ სტადიონზე გაიმართება. თასის მოქმედი გამარჯვებული „ბარსელონაა“ - კატალონიელებმა ფინალში, დამატებით დროში მადრიდის „რეალი“ დაამარცხეს - 3:2.