„უბრალოდ მეტს დავისვენებთ“ - იამალისთვის მერვედფინალი პრივილეგია არ არის
ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, 18 წლის ლამინ იამალი უზომოდ ამბიციურია და ყველა ტურნირზე, სადაც ის და მისი თანაგუნდელების თამაშობენ, უმაღლეს მიზნებს ისახავს. ბევრს მისი ასეთი პათოსი აღიზიანებს და თვლიან, რომ „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ლიდერი ზედმეტად თავდაჯერებულია, თუმცა იამალი კურსს არ ცვლის და კვლავაც ისეთივე ტონალობაში აგრძელებს საუბარს, როგორც თავის დროზე დაიწყო.
ლამინ იამალი
ჩემპიონთა ლიგაში პლეი ინში ასპარეზობა თავიდან ავიცილეთ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. უბრალოდ სხვებთან შედარებით მეტს დავისვენებთ, თორემ ვის შევხვდებით მერვედფინალში, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჩვენ ყველას დასამარცხებლად მზად ვართ.
ჩემი ცხოვრება სხვა 18 წლის ახალგაზრდებისას ნამდვილად არ ჰგავს, რადგან სახლთან მინიმუმ სამი პაპარაცი ყოველთვის მხვდება, ქუჩებში თავისუფლად ვერ ვსეირნობ და სხვა ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორიც არსებობს. თუმცა, ეს ყველაფერი ნერვებს ოდნავადაც არ მიშლის, რადგან ვარსკვლავობა ყოველთვის მინდოდა.
არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც პოპულარობას პრობლემად მიიჩნევენ. პრობლემები ჰქონდათ ჩემი და ჩემი მეგობრების მშობლებს, რომელთაც არ იცოდნენ ყოველდღიურად როგორ გამოვეკვებეთ. მე კი ყოველ კვირას „კამპ ნოუზე“ ვთამაშობ. მოედანზე გავდივარ არა იმისთვის, რომ ტიტულები მოვიგო, არამედ საიმისოდ, რომ ტრიბუნაზე მოსულ გულშემატკივარს სიამოვნება მივანიჭო. მე რომ ბურთის მიღების შემდეგ პასი უკან გავაკეთო, ლამინ იამალი ნამდვილად აღარ ვიქნები.
ცნობისათვის, ლამინ იამალს მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე გამართულ 29 შეხვედრაში 14 გოლი აქვს გატანილი და 12 საგოლე პასი შესრულებული. 18 წლის შემტევი ბოლო 4 მატჩია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.