ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ყველაზე ძვირად შეფასებული ფეხბურთელები | რომელ ადგილზეა ხვიჩა CIES-ის რეიტინგში

CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ ფეხბურთელთა სატრანსფერო ღირებულებები განაახლა და მსოფლიოს ტოპ 100 მოთამაშე დაასახელა. რეიტინგის პირველი ნომერი „ბარსელონას“ ფეხბურთელი, ლამინ იამალია, რომელიც CIES-ის სტატისტიკური მოდელის შეფასებით, 341.1 მილიონი ევრო ღირს.

მეორე ადგილზე „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი იმყოფება. მისი საბაზრო ღირებულება 255.1 მილიონი ევროა. მესამე ფეხბურთელი, რომლის ფასიც 200-მილიონიან ნიშნულს სცდება, კილიან მბაპეა — 201.3 მილიონი ევრო.

ტოპ 100-ში „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა. „კვარა“ 35-ე პოზიციას იკავებს და CIES-ის მიხედვით, მისი ფასი 91 მილიონი ევროა. პსჟ-ში მასზე ძვირად დეზირე დუე (134.6 მილიონი) და ჟოაუ ნევეში (130.6 მილიონი) არიან შეფასებული.

CIES-ის ტოპ 10-ში, იამალის, ჰოლანდისა და მბაპეს გარდა, მოხვდნენ: ჯუდ ბელინგემი (153.1 მილიონი ევრო), მაიკლ ოლისე (136.9 მილიონი), ფლორიან ვირცი (135.8 მილიონი), დეზირე დუე (134.6 მილიონი), ჟოაუ ნევეში (130.6 მილიონი), არდა გიულერი (130.3 მილიონი) და პედრი (130 მილიონი).

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძის ეფექტური ჩატენვები | ორლანდომ სტუმრად ვაშინგტონს ვერ მოუგო
ბითაძის ეფექტური ჩატენვები | ორლანდომ სტუმრად ვაშინგტონს ვერ მოუგო