ჩაგდებული მატჩების შემდეგ - შენგელიას 16 ქულა ყოფილ გუნდთან
თორნიკე შენგელიამ ზედიზედ ორი სუსტი შეხვედრის შემდეგ, არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვა და ევროლიგის რეგულარული გათამაშების 27-ე ტურში „ბარსელონას“ სტუმრად თავისი ყოფილი კლუბის „ბასკონიას“ 6-ქულიანი სხვაობით, 97:91 დამარცხებაში დაეხმარა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე გატარებულ 28 წუთში 16 ქულა, 4 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. შენგელიამ ერთიდან ერთი სამქულიანი, რვიდან ხუთი ორქულიანი და ხუთიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. ოთხი მოხსნიდან სამი დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი სამჯერ დაკარგა და ხუთი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
17 მოგებითა და 10 წაგებით „ბარსელონა“ ევროლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო მატჩს თორნიკე შენგელია და მისი თანაგუნდელები კვირას, ესპანეთის ჩემპიონატში საკუთარ დარბაზში „ჟირონასთან“ გამართავენ, რომელიც თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.