აწონვების ცერემონია | ჩიმაევი დუ პლესიზე 2 ფუნტით მსუბუქია
აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოში UFC 319-ის მონაწილეების აწონვების ცერემონია გაიმართა. წონა წარმატებით ჩააბარეს მთავარი ბრძოლის მონაწილეებმა: საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი დრიკუს დუ პლესი 185 ფუნტს იწონის, პრეტენდენტი ხამზატ ჩიმაევი კი 183 ფუნტს. 184 ფუნტი აჩვენა სასწორმა ბრძოლის დამზღვევის, კაიო ბორალიოს შემთხვევაში.
ცნობისთვის, დუ პლესიმ ჩემპიონის ტიტულს გასული წლის იანვარში, შონ სტრიკლენდთან ჩხუბში მოიგო და მას შემდეგ ქამარი ორჯერ დაიცვა - ისრაელ ადესანიასთან (სამბიშენი) და შონ სტრიკლენდთან (მსაჯთა გადაწყვეტილება). სამხრეთაფრიკელ მებრძოლს MMA-ში 23 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს.
რაც შეეხება ჩიმაევს, მას კარიერაში გამართული 14-ვე ბრძოლა აქვს მოგებული და ამჟამად საშუალო წონის რეიტინგის მე-3 ნომერია. ბოლოს „ბორზმა“ გასული წლის ოქტომბერში რობერტ უიტეკერი საბმიშენით დაამარცხა.
დუ პლესი-ჩიმაევის ბრძოლა 17 აგვისტოს გაიმართება და თბილისის დროით 08:30 საათიდან დაიწყება.