თორნიკე შენგელია
Aa
Aa

კლასიკო რეალმა მოიგო - შენგელიას 13 ქულა

ევროლიგის რეგულარული გათამაშების IX ტურში საკალათბურთო „ელ კლასიკო“ შედგა და საფეხბურთოს მსგავსად ამ შემთხვევაშიც გამარჯვება „რეალმა“ მოიპოვა. სამეფო კლუბი მთელი შეხვედრის განმავლობაში წინ იყო და საბოლოოდ 9-ქულიანი სხვაობით, 101:92 გაიმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ წინა შეხვედრაში დაშავდა, უმნიშვნელოვანესი თამაშისთვის თორნიკე შენგელიამ გამოჯანმრთელება და თანაგუნდელების დახმარება შეძლო.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე გატარებულ 27 წუთში ერთიდან ერთი სამქულიანი, რვიდან სამი ორქულიანი, ოთხიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო და თამაში 13 ქულით, 6 მოხსნით, 7 ასისტითა და 1 ჩაჭრით დაასრულა. შენგელიამ ექვსი მოხსნიდან ორი თავდასხმაში შეასრულა, ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს და სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე „რეალის“ კანადელი ლეგიონერი ტრეი ლაილსი (29 ქულა) გახდა, ხოლო „ბარსაში“ უილ კლაიბერნი (19) გამოირჩეოდა.

ცხრა ტურის შემდეგ 5 მოგებითა და 4 წაგებით „ბარსელონა“ ევროლიგის სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას კატალონიელები ესპანეთის ჩემპიონატში სტუმრად „ბასკეტ ჟირონასთან“ გამართავენ, რომელიც 9 ნოემბერს, თბილისის დროით 15:15 წუთზე დაიწყება.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შერმადინის გამოყენება უფრო მეტად შეიძლებოდა“ - ნაცვლიშვილი ევრობასკეტით კმაყოფილია
„შერმადინის გამოყენება უფრო მეტად შეიძლებოდა“ - ნაცვლიშვილი ევრობასკეტით კმაყოფილია