ბოლდუინის 8 ქულა - ბაიერნმა ევროლიგაზე პარიზს მოუგო
საკალათბურთო ევროლიგის მე-9 ტურში კამარ ბოლდუინის „ბაიერნი“ „პარიზს“ ესტუმრა. დაძაბულ მატჩში, რომლის ბედიც ბოლო წამებზე გადაწყდა, მიუნხენელებმა იმარჯვეს - 86:82.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი სათადარიგო იყო და პარკეტზე 15:22 წუთი გაატარა. ბოლდუინის მონაგარი 8 ქულა, 2 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა იყო. კამარმა 4-დან მხოლოდ 1 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
მასპინძელთა შორის ყველაზე მეტი ქულა ამერიკელმა მცველმა, ჯასტინ რობინსონმა ჩააგდო (22 ქულა, 3 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა), ხოლო „ბაიერნის“ რიგებში გამორჩეული იყო კანადელი მცველი ხავიერ რათან-მაიესი (16 ქულა, 2 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა).
9 მატჩის შემდეგ „ბაიერნი“ 5 მოგებითა და 4 წაგებით ევროლიგის სატურნირო ცხრილის მე-9 ადგილზეა. მომდევნო მატჩს მიუნხენელები თორნიკე შენგელიას „ბარსელონას“ წინააღმდეგ, 12 ნოემბერს გამართავენ.
აქვე გეტყვით, რომ დღეს ევროლიგაზე „ელ კლასიკო“ გაიმართება, თუმცა წინა მატჩში მიღებული ტრავმის გამო შენგელიას თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.