ისლამ მახაჩევი, მაიკლ ბისპინგი
Aa
Aa

„მისი მიღწევები ფენომენალურია“ - ბისპინგის მოსაზრება მსუბუქ წონით დივიზიონზე

UFC-ის ყოფილი მებრძოლი მაიკლ ბისპინგი შერეულ ორთაბრძოლებში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარ მოსაზრებებს ხშირად გამოთქვამს და ბუნებრივია, თითოეული საჩემპიონო ორთაბრძოლის მოახლოებისას, მას სხვადასხვა სპორტული გამოცემებიდან უკავშირდებიან და ინტერვიუს მიცემას სთხოვენ. ამჯერად ბისპინგს თხოვეს დაესახელებინა მსუბუქი წონითი დივიზიონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი, რაზეც ასეთი პასუხი გასცა:

„ვფიქრობ, მსუბუქ წონაში ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი ისლამ მახაჩევია. მან ტიტული ოთხჯერ დაიცვა და რეკორდი დაამყარა. ეს ფენომენალური შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ ყველამ იცის რამდენად რთულია ეს დივიზიონი და იქ ამდენი წელი დომინანტ სპორტსმენად ყოფნა“.

შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევმა მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული 2022 წელს მოიპოვა და მას შემდეგ ქამარი ოთხჯერ დაიცვა - ორჯერ ალექსანდრ ვოლკანოვსკის აჯობა, თითოჯერ კი დასტინ პორიე და რენატო მოიკანო დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეც სიამოვნებით მოვუნგრევ თავს“ - პიმბლეტმა მახაჩევი შეიძულა
„მეც სიამოვნებით მოვუნგრევ თავს“ - პიმბლეტმა მახაჩევი შეიძულა