მაქს ჰოლოუეი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„საიდან გაგიჩნდა ორი ქამარი? აურისთვის?“ - ჰოლოვეი მახაჩევს

მაქს ჰოლოუეის არ ესმის, თუ რატომ განაგრძობს ისლამ მახაჩევი, რომელმაც გასულ წელს UFC-ის მსუბუქი წონის ტიტული გაათავისუფლა, საზოგადოებაში ორი საჩემპიონო ქამრით გამოჩენას.

„საიდან გაგიჩნდა ორი ქამარი? აურისთვის? როგორც ჩანს, ასეა. თითქოს ორმაგი ჩემპიონი ხარ, მაგრამ თითქოს არც ხარ, რადგან მხოლოდ ერთ ქამარს იცავ. მაგრამ რატომ განაგრძობ ორის ტარებას? ეს არ მესმის“,

- განაცხადა ამერიკელმა Kick-ის პლატფორმაზე პირდაპირი სტრიმის დროს.

გასულ შაბათ-კვირას ისლამ მახაჩევმა UFC-ის ნახევრადსაშუალო წონის ჩემპიონის ქამრის პირველი წარმატებული დაცვა ჩაატარა, როდესაც ფილადელფიაში, UFC 330-ის მთავარ მოვლენაში, იან მაჩადო გარი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. მანამდე დაღესტნელმა მსუბუქ წონაში ქამარი ოთხჯერ დაიცვა და ახლა შეუერთდა ჰენრი სეხუდოს, დანიელ კორმიეს, ჯონ ჯონსსა და ამანდა ნუნესს - UFC-ის იმ მებრძოლებს, რომლებმაც ორ წონით კატეგორიაში საჩემპიონო ტიტულების წარმატებით დაცვა შეძლეს.

მას შემდეგ, რაც მახაჩევმა მსუბუქ წონაში ტიტული დათმო, ქამარმა მფლობელი ორჯერ შეიცვალა. თავდაპირველად ის ილია თოფურიას ხელში აღმოჩნდა, რომელმაც ვაკანტური ტიტულისთვის ბრძოლაში ჩარლზ ოლივეირა დაანოკაუტა, ხოლო შემდეგ საჩემპიონო ოქროს მფლობელი ჯასტინ გეიჯი გახდა, რომელმაც გამაერთიანებელ მატჩში „ელ მატადორი“ სენსაციურად დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები