ადესანია: მახაჩევმა დაამტკიცა, რომ მსოფლიოში საუკეთესოა
იან მაჩადო გარისთან ისლამ მახაჩევის გამარჯვების შემდეგ, ისრაელ ადესანიას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ დაღესტნელი მებრძოლი სამართლიანად უდგას სათავეში UFC-ის საუკეთესო მებრძოლების რეიტინგს წონითი კატეგორიის მიუხედავად (Pound-for-pound).
ამის შესახებ საშუალო წონაში UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა დემეტრიუს ჯონსონთან საუბრისას, მისი პოდკასტის მორიგ გამოშვებაში განაცხადა.
„ისლამ მახაჩევმა ახლახან დაამტკიცა, რომ ის საუკეთესოა. მე ასევე მომწონს უსმან ნურმაგომედოვი, რადგან მომწონს, თუ როგორ მუშაობს ფეხებით. მას ტაეკვონდოს ეს სტილი აქვს. მაგრამ თუ ყველაფერს ერთად შევკრებთ და უშუალოდ შერეულ ორთაბრძოლებზე ვისაუბრებთ, მაშინ დიახ: ისლამი ნომერ პირველია. ამჟამად ის მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლია.
და კიდევ, ის მუდმივად ეჩხუბება ბიჭებს, რომლებიც მე მომწონს, ამიტომ ყოველ ჯერზე მის წინააღმდეგ ვდებ ფსონს. ხომ არ შეუძლია მუდმივად მოიგოს! კარგით, რა თქმა უნდა, ვხუმრობ,“
- განაცხადა ნიგერიელმა მებრძოლმა.