ისრაელ ადესანია, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

ადესანია: „ისლამი ხაბიბზე ძლიერია“

ისრაელ ადესანია საკმაოდ დიდი ხანია ოქტაგონში არ გამოჩენილა, თუმცა UFC-ის თითქმის ყველა ღონისძიებას ესწრება და საკუთარ Youtube-არხზე საკმაოდ საინტერესო ვიდეოებს ანთავსებს, სადაც თითოეულ დაპირისპირებას თავისებურად აფასებს. ამჯერად 36 წლის ნიგერიელ ყოფილ ჩემპიონს პროგნოზის გაკეთება ისლამ მახაჩევსა და ჯეკ დელა მადალენას შორის გასამართ ჩხუბზე სთხოვეს და მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:

„ყველამ კარგად იცის, რამდენად ძლიერია მადალენა სტრაიკინგში, თუმცა ამის გამო მისი ცალსახა ფავორიტად დასახელება ჩემი მხრიდან სწორი არ იქნება. მითუმეტეს, რომ ისლამ მახაჩევი სხვა დაღესტნელი მებრძოლებისგან განსხვავებით, მხოლოდ საჭიდაო და გრეპლინგის უნარებით არ გამოირჩევა. მე თუ მკითხავთ, დარტყმის ტექნიკით მახაჩევი ხაბიბ ნურმაგომედოვს საგრძნობლად აღემატება“.

შეგახსენებთ, რომ ისრაელ ადესანიამ ბოლო სამივე ბრძოლა დათმო - მან ოქტაგონი დამარცხებულმა შონ სტრიკლენდთან, დრიკუს დუ პლესისთან და ნასურდინ იმავოვთან დაპირისპირების შემდეგ დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სასწორზე იმაზე მეტი დევს, ვიდრე წარმოგიდგენიათ“ - დენა უაითის დიდი მოლოდინი
„სასწორზე იმაზე მეტი დევს, ვიდრე წარმოგიდგენიათ“ - დენა უაითის დიდი მოლოდინი