ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„კონტრაქტს ხელი მოაწერე“ | პიმბლეტმა თოფურია კიდევ ერთხელ გამოიწვია

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა ილია თოფურია გამოიწვია. ინგლისელმა Youtube-ის საკუთარ არხზე ვიდეო გამოაქვეყნა და „ელ მატადორს“ მოუწოდა, მასთან ჩხუბის კონტრაქტს ხელი მოაწეროს.

„ილიას ბინძური საუბრის გარდა არაფერი გაუკეთებია. ამბობს, რომ არაფრად ვვარგივარ და მასთან ჩხუბს არ ვიმსახურებ. მისი ბოლო ორთაბრძოლის შემდეგ, ოქტაგონში შევედი და ხელი მკრა. მეგონა, რომ ვიჩხუბებდით, მაგრამ დრო გაჰყავს.

ილია, თუ როგორც მებრძოლი არაფრად ვვარგივარ, მარტივი ჩხუბი მიიღე და დამამარცხე. როგორც ტაისონმა თქვა: „კონტრაქტი გამომიგზავნე დიდო ბიჭო.“

შეგახსენებთ, რომ პიმბლეტმა „ელ მატადორი“ „ლივერპულისა“ და „რეალის“ მატჩის შემდეგაც გამოიწვია. „წითლებმა“ „თეთრები“ 1:0 დაამარცხეს და პედიმ განაცხადა, რომ ერთი სული აქვს, ილიას ოქტაგონში ისე როგორ დაჩაგრავს, როგორც ეს „ლივერპულმა“ გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაპიტნის გარეშე - საქართველოსთან მატჩისთვის ბულგარეთის შემადგენლობა ცნობილია
კაპიტნის გარეშე - საქართველოსთან მატჩისთვის ბულგარეთის შემადგენლობა ცნობილია