ბულგარეთის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

კაპიტნის გარეშე - საქართველოსთან მატჩისთვის ბულგარეთის შემადგენლობა ცნობილია

ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ დიმიტროვმა თურქეთთან და საქართველოსთან მატჩებისთვის გამოძახებული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ შემადგენლობის მიღმა დარჩა ბუქარესტის „დინამოს“ 33 წლის ნახევარმცველი გეორგი მილანოვი, რომელმაც ბულგარელებს სექტემბერში თბილისში გამართულ შეხვედრაში უკაპიტნა.

შემადგენლობა:

მეკარეები: დიმიტარ მიტოვი (აბერდინი, შოტლანდია), ალექს ბოჟევი (სლავია პრაღა, ჩეხეთი), დიმიტარ ევტიმოვი (ბოტევი)

დაცვა: პეტკო ხრისტოვი (სპეცია, იტალია), ატანას ჩერნევი (ეშტრელა, პორტუგალია), კრისტიან დიმიტროვი (ლევსკი), როსენ ბოჟინოვი (ანტვერპენი, ბელგია), ანტონ ნედიალკოვი (ლუდოგორეცი), მარტინ გეორგიევი (სლავია სოფია), ვიქტორ პოპოვი (კორონა, პოლონეთი), ხრისტიან პეტროვი (ჰერენვენი, ნიდერლანდები)

ნახევარდაცვა: ილია გრუევი (ლიდსი, ინგლისი), ფილიპ კრისტევი (ოქსფორდი, ინგლისი), ანდრიან კრაევი (ჰაპოელ თელ-ავივი, ისრაელი), კრისტიან სტოიანოვი (სლავია სოფია), სტანისლავ შოპოვი (ოსიეკი, ხორვატია), ივაილო ჩოჩევი (ლუდოგორეცი), ივან იორდანოვი (ლუდოგორეცი)

თავდასხმა: მარინ პეტკოვი (ლევსკი), რადოსლავ კირილოვი (ლევსკი), გეორგი რუსევი (ცსკა სოფია), ზდრავკო დიმიტროვი (ბოდრუმი, თურქეთი), კირილ დესპოდოვი (პაოკი, საბერძნეთი), მარტინ მინჩევი (კრაკოვია, პოლონეთი), ვლადიმირ ნიკოლოვი (კორონა, პოლონეთი)

ცნობისთვის, ბულგარეთი თურქეთს 15 ნოემბერს ესტუმრება, 18 ნოემბერს კი საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვილი ნაკრებისთვის ყველაზე სწორი მწვრთნელია და მომავალშიც იქნება“ - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
„ვილი ნაკრებისთვის ყველაზე სწორი მწვრთნელია და მომავალშიც იქნება“ - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია