რიჩარდ ქოქრილი
Aa
Aa

ქოქრილი: “ეს ყველაზე ცუდი თამაში იყო, რაც ჩვენ ჩაგვიტარებია“

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა შემოდგომის ტესტ-მატჩების სერიის პირველი მატჩი აშშ-ის ნაკრებთან გამართა და 43:30 მოიგო.

მატჩის დასრულების შემდეგ, „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა და გუნდის კაპიტანმა ბექა გორგაძემ თამაში შეაფასეს:

რიჩარდ ქოქრილი: „მოგება კარგია. შესაძლოა, ეს ყველაზე ცუდი თამაში იყო, რაც ჩვენ ჩაგვიტარებია. პირველ ტაიმში ბურთსაც ვერ ვუფრთხილდებოდით, ვერც ფიზიკურად ვიყავით მოწოდების სიმაღლეზე,  მეტოქემ კარგად ითამაშა, მაგრამ საბოლოოდ მატჩი ჩვენ მოვიგეთ. კანადასთან მატჩისთვის უკეთესად უნდა მოვემზადოთ და თამაში გავაუმჯობესოთ“.

ბექა გორგაძე: „უპირველეს ყოვლისა, ყევლას ვულოცავ ამ გამარჯვებას. პირველ ტაიმში მეტოქეს ბევრი ქულის მოპოვების საშუალება მივეცით, მეორე ტაიმში კი თამაში გავაუმჯობესეთ. მეორე თამაშამდე მოსამზადებლად ერთი კვირა გვაქვს, კანადასთან მატს უფრო მომზადებულები შევხვდებით და უკეთესად ვითამაშებთ“.

ცნობისთვის, საქართველოსა და კანადის ნაკრებების მატჩი 15 ნოემბერს ბათუმში გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რაგბი ევროპამ 2026 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა | ბორჯღალოსნები
რაგბი ევროპამ 2026 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა | ბორჯღალოსნები