დამაჯერებელი გამარჯვება | ბორჯღალოსნებმა ტესტმატჩში აშშ-ს მოუგეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის სამი ტესტ-მატჩიდან პირველი აშშ-ის წინააღმდეგ გამართა და 43:30 გაიმარჯვა.
მატჩის პირველივე წუთუბზე ბორჯღალოსნები ირაკლი ქვათაძის ლელოთი დაწინაურდა, რასაც ამერიკელების სამი ლელო მოჰყვა და მე-20 წუთისთვის აშშ უკვე 21:7 იგებდნენ. შესვენებამდე საქართველოს ნაკრებმა სამი ლელო დადო (გიორგი კვესელაძე - 2, ბექა გორგაძე) და პირველი ნახევარი 26:24 მოიგო.
მეორე ტაიმში სტუმრებმა მხოლოდ ორი საჯარიმო შეასრულეს, „ბორჯღალოსნებმა“ კი თავიანთი უპირატესობა გაზარდეს (ლუკა ჯაფარიძის და გელა აფრასიძის ლელოები). აღსანიშნავია თედო აბჟანდაძის 5 გარდასახვა და 1 ჯარიმაც.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. გიორგი შველიძე (ბრივი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);
შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), 2. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო, კაპ.).
მარქაფა: 16. ვანო კარკაძე (ოიონა), 17. გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი), 18. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 19. დემურ ეფრემიძე (შავი ლომი), 20. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი); 21. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 22. ლუკა მატკავა (ოიონა), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი).
15 ნოემბერს ბორჯღალოსნები ბათუმში კანადის ნაკრებს უმასპინძლებენ, 22 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კი იაპონიას დაუპირისპირდებიან.