დენა უაითი, ჯონ ჯონსი
Aa
Aa

ჯონსი: არასწორი ვიყავი, შევცდი - მინდა დენას პირადად მოვუბოდიშო

ჯონ ჯონსი თავის დანაშაულს აღიარებს და შეცდომას იმაში ხედავს, რომ ტომ ასპინალთან ბრძოლის მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა, და სურს დენა უაითს პირადადაც მოუბოდიშებს.

„ჩემი უახლოესი მიზანია მოვხვდე თეთრი სახლის ქარდში. დენას დროს ვაძლევ, რომ გაგრილდეს. მან შეცვალა ჩემი ცხოვრება და ჩემი შვილების ცხოვრება, და მე მისი სამუდამოდ მადლიერი ვიქნები. ჩვენ გვქონდა ასპინალთან ბრძოლაზე სიტყვიერი შეთანხმება, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. და მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ არაფერი იყო დამტკიცებული, მე ვაღიარებ ჩემს დანაშაულს – არასწორი ვიყავი. ვწუხვარ, თუ როგორ მოხდა ყველაფერი.

მსურს მას პირადად შევხვდე და მოვუბოდიშო, რათა ყველაფერი დავივიწყოთ და დავუბრუნდეთ დიდძალი ფულის გამომუშავებას სპორტისთვის, ასევე გულშემატკივრების გახარებას.

როცა დენას მე ვუყვარვარ, ამ დროს მისი ერთ-ერთი საყვარელი მებრძოლი ვარ. ხოლო როცა არ ვუყვარვარ – მე ვარ მიზეზი იმისა, თუ რატომ გამელოტდა“,

– დაასრულა ხუმრობით ჯონსმა პოდკასტ No Scripts-ში სტუმრობისას.

მიმდინარე წლის ივნისში ჯონ ჯონსმა ოფიციალურად დაასრულა პროფესიონალური კარიერა და UFC-ის ტიტული მძიმე წონაში ვაკანტური გახადა. ხოლო ტომ ასპინალი, რომელიც დროებით ქამარს ფლობდა, დივიზიონის სრულფასოვან ჩემპიონად გამოცხადდა.

მომავალი წლის ზაფხულში ამერიკელი გეგმავს კარიერა განაახლოს და თეთრ სახლში გასამართი ქარდისთვის ალექს პერეირასთან ბრძოლა ჩანიშნოს, რაც ამ გადმოსახედიდან მარტივი ნამდვილად არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის მიერ თეთრ სახლში დაგეგმილი UFC-ის ისტორიული საღამო 14 ივნისისთვის არის ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები