გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ლევანტეს ინტერესი სერიოზულია | ახალი ინფორმაცია ქოჩორაშვილზე

პორტუგალიურ პრესაში გიორგი ქოჩორაშვილთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გავრცელდა. „სპორტინგში“ ქართველ ფეხბურთელს სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლევა და ავტორიტეტული Record-ის მიხედვით, არის შანსი, ზამთარში კლუბი დატოვოს.

პორტუგალიური გამოცემის ინფორმაციით, „ქოჩოს“ გადაბირებას მისი ყოფილი კლუბი, „ლევანტე“, განიხილავს. ვალენსიელებს მისი იჯარის წესით გაფორმება სურთ. „ლევანტეს“ ქოჩორაშვილის მიმართ ინტერესი რამდენიმე კვირაა აქვს და აპირებს, უახლოეს დღეებში კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

„სპორტინგს“ ოფიციალური წინადადება ჯერ არ მიუღია და არც რაიმე სახის კონტაქტი შემდგარა. გიორგის პრიორიტეტი „ლომების“ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებაა. Record-ის ცნობით, რუი ბორჟესმა მას რამდენჯერმე განუცხადა, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა და გიორგის არ სურს, კარიერულად უკან დაიხიოს

ქართველ ფეხბურთელს „სპორტინგთან“ კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 6 მილიონი ევროა. „ქოჩო“ „ლევანტეს“ ღირსებას 2020-დან 2025 წლამდე იცავდა და ვალენსიელებს ლა ლიგაში დაწინაურებაში დაეხმარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია მახაჩევთან საბრძოლველად წავა“ - ცარუკიანის გეიჯისთან შეხვედრის იმედი
„ილია მახაჩევთან საბრძოლველად წავა“ - ცარუკიანის გეიჯისთან შეხვედრის იმედი