სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

10 ქულა მოქმედ ჩემპიონთან | მამუკელაშვილის ტორონტომ სტუმრად ოკლაჰომას მოუგო

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო. კანადელები სტუმრად მოქმედ ჩემპიონს, „ოკლაჰომა სითი თანდერს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, 103:101 დაამარცხეს.

„მამუ“ სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და პარკეტზე 31 წუთი და 34 წამი გაატარა. ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე 10 ქულა, 5 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე), 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება გახლდათ. მამუკელაშვილმა ორიდან ორივე სამქულიანი გააფუჭა, ექვსიდან სამი ორქულიანი ჩააგდო და რვიდან ოთხი საჯარიმო სროლა გამოიყენა. ბურთი ერთხელ დაკარგა და ოთხი პერსონალური ჯარიმა ჰქონდა.

„ტორონტოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 23 ქულა იმანუელ ქუიკლიმ დააგროვა. არ ჯეი ბარეტმა 14 ქულა მიითვალა, ხოლო სკოტი ბარნსმა ორმაგი დუბლი შეასრულა — 10 ქულა, 11 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა. „ოკლაჰომას“ მხრიდან 24 ქულით შეი გილჯეს-ალექსანდერი გამოირჩა, ლუ დორტმა კი მატჩი 19 ქულით დაასრულა.

ამრიგად, „ტორონტო რეპტორსს“ 29 მოგება და 19 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა. „რეპტორსი“ „დეტროიტ პისტონსს“ ოთხი გამარჯვებით ჩამორჩება, ხოლო მისი მომდევნო მეტოქე „ნიუ იორკ ნიქსია“, რომელსაც 29 იანვარს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გამარჯვების ბოლომდე გვჯეროდა“ - ქეცბაიას გუნდმა დრამატულ ბრძოლაში მოიგო
„გამარჯვების ბოლომდე გვჯეროდა“ - ქეცბაიას გუნდმა დრამატულ ბრძოლაში მოიგო