„ჩანიშნეთ ეს ბრძოლა თეთრ სახლში!“ - სეხუდო და უსმანი თოფურია-გეიჯის ჩხუბზე
UFC-ის ლეგენდარული მებრძოლები, კამარუ უსმანი და ჰენრი სეხუდო, ერთობლივ პოდკასტში ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის ბრძოლას გამოეხმაურნენ და UFC-ს მოუწოდეს, რომ გეიჯისა და ილია თოფურიას საჩემპიონო ჩხუბი „თეთრი სახლის ქარდზე“ ჩანიშნონ.
კამარუ უსმანი: „მჯერა, რომ იმ ბრძოლების გათვალისწინებით, რასაც ჯასტინი ყოველ ჯერზე აჩვენებს, მისი და ილიას დაპირისპირება, შესაძლოა, თეთრი სახლის ქარდის მთავარი მოვლენა გახდეს.“
ჰენრი სეხუდო: „ნამდვილად, იდეალურ ვარიანტში, ისურვებდით, რომ ჯასტინი და ილია ერთმანეთს თეთრ სახლში დაუპირისპირდნენ, გეიჯიმ ის დაამარცხოს და თან ეს ამერიკელის სტატუსით გააკეთოს.“
ილია თოფურიას წინააღმდეგ თეთრ სახლში შესაძლო ჩხუბზე, პედი პიმბლეტთან გამარჯვების შემდეგ, ჯასტინ გეიჯიმაც ისაუბრა და შეთავაზებაზე სრული მზადყოფნა გამოთქვა.
ჯასტინ გეიჯი:
„ვერც კი წარმომიდგენია, რატომ არ უნდა ჩასვან ეს ბრძოლა ამ ქარდზე. ილია ჩემპიონია და ძალიან პოპულარული, მე კი ამერიკელი ვარ და ამ შანსს მსუბუქ წონაში ნებისმიერ სხვაზე არანაკლებ ვიმსახურებ. არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ ბრძოლაზე არ გამოვცხადებულიყავი ან UFC-სთვის იმედი გამეცრუებინა. არასდროს მიღალატია მათთვის, ყოველთვის გვერდში ვედექი. ასე რომ, ველოდები ამ ბრძოლის მიღებას და ამერიკის შეერთებული შტატების წარდგენას თეთრი სახლის გაზონზე.“
შეგახსენებთ, რომ გეიჯიმ და პიმბლეტმა მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბეს. ჯასტინმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა და, როგორც დენა უაითმა განაცხადა, მისი მომდევნო ორთაბრძოლა ქამრების გასაერთიანებლად „ელ მატადორთან“ იქნება.