„ასე ილიასთან შანსი არ აქვს“ | UFC-ის ყოფილი ჩემპიონი გეიჯის აფრთხილებს
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, რობერტ უიტეკერი პედი პიმბლეტისა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლას გამოეხმაურა. უიტეკერმა გეიჯისა და ილია თოფურიას პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯასტინს წარმატების მისაღწევად ცვლილებები სჭირდება.
„ილიას სტრაიკინგი UFC-ის ყველა დანარჩენ მებრძოლზე ბევრად მაღალი დონისაა. თოფურია ჭიდაობითა და ჯიუ-ჯიცუთიც გამოირჩევა. მისი დროის შერჩევის უნარი, ინსტინქტი, როდის გაისროლოს, და მისი კონტრშეტევები ისეთ დონეზეა, რომ ილიას წინააღმდეგ თითოეული ნაბიჯი ძვირად გიჯდება.
ჯასტინ გეიჯიმ მოსამზადებელი კემპისას რაღაც უნდა შეცვალოს, თუ სურს, რომ მისი და ილიას ორთაბრძოლა კონკურენტუნარიანი იყოს. გეიჯი, რომელიც პიმბლეტთან ვნახეთ, თოფურიას ვერ დაამარცხებს. თუმცა, შესაძლებელია, პიმბლეტის წინააღმდეგ ასეთი გეგმა ჰქონდა და ილიასთვის სხვანაირად მოემზადება“
შეგახსენებთ, რომ გეიჯიმ და პიმბლეტმა მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბეს. ჯასტინმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა და, როგორც დენა უაითმა განაცხადა, მისი მომდევნო ორთაბრძოლა, ქამრების გასაერთიანებლად „ელ მატადორთან“ იქნება.