გიორგი ბერიძე
Aa
Aa

მხოლოდ ბერიძის სუპერგოლი - უიპეშტმა ფანები გაანაწყენა

ზამთრის პაუზის შემდეგ უნგრეთის საფეხბურთო ჩემპიონატი მე-19 ტურის მატჩებით განახლდა და „უიპეშტმა“, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი დავით კობოური და გიორგი ბერიძე ასპარეზობს, გულშემატკივრებს იმედები გაუცრუა. სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „ნირედიჰაზასთან“ სტუმრად გამართულ შეხვედრაში ამ კლუბმა 1:1 ითამაშა და გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, ქომაგები სოციალურ ქსელში ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მატჩის ერთადერთი პოზიტიური მომენტი ბერიძის სუპერგოლი გახლდათ, რომელიც მან პირველ ტაიმში გაიტანა.

სხვათა შორის, ისიც იყო ნახსენები, რომ გატანილი ბურთის შემდეგ გიორგის კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მომენტი ჰქონდა, როდესაც მისი დარტყმა კარს ზემოდან გადასცდა და ეს შანსი გოლად რომ ექცია, შესაძლოა მოვლენები სულ სხვაგვარი სცენარით განვითარებულიყო. „უიპეშტის“ ასპარეზობა კი, ცუდად შეიძლება იმიტომ შეფასდეს, რომ მეორე ნახევარში გუნდი საკუთარ თავს არ ჰგავდა და მომენტების შექმნას ვინ ჩივის, ბურთის გაკონტროლებაც უჭირდა, რის გამოც მთავარმა მწვრთნელმა ცვლილებებს მიმართა, თუმცა ამ ყველაფერმა სათანადო შედეგი ვერ გამოიღო.

ცნობისათვის, გიორგი ბერიძემ უნგრეთის წლევანდელ ჩემპიონატში 18 მატჩში ითამაშა, საიდანაც ძირითადში 11 დაიწყო და თავი 2 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა. რაც შეეხება მის თანამემამულე დავით კობოურს, თბილისის „დინამოს“ აღზრდილი ცენტრალური მცველი წელს მოედანზე 10-ჯერ გამოჩნდა, საიდანაც სასტარტოში 8-ჯერ იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გულიაშვილის დებიუტი ლა ლიგა 2-ში - რასინგმა სტუმრად დეპორტივოს მოუგო
გულიაშვილის დებიუტი ლა ლიგა 2-ში - რასინგმა სტუმრად დეპორტივოს მოუგო